26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - Sairme Mineral Waters-ის გაფიცული თანამშრომლები მასშტაბურ აქციას აანონსებენ

კომპანია Sairme Mineral Waters-ის გაფიცული თანამშრომლები დღის ბოლოს ბაღდათის მერიასთან შეიკრიბდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. მოთხოვნები უცვლელია - ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

მანამდე გაფიცულები შეხვდნენ კომპანიის ადმინისტრაციას, თუმცა მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა.

დემონსტრატები 3 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.


დღის ამბები