26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება - მეტეოროლოგი ზამთრის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ

საქართველოში თებერვლის ბოლო დღეები თბილი იქნება, ამის შესახებ "ფეისბუქზე" მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

"ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.

ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.

კონკრეტულად, 28 თებერვლის ჩათვლით:

დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება - ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.

ზეგ უკვე, აღმოსავლეთში, ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება, მაგრამ ყინვა აღარ იქნება," - წერს ფარტენაძე.

დღის ამბები