26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტი ბიუროს ხვალ წარედგინება

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - მეორე კანონპროექტი ბიუროს ხვალ წარედგინება.

"ხალხის ძალის" ინიციატივით, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, ვალდებული იქნება უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდეს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონი, ასევე, არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

დღის ამბები