26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა თავდასხმა მეზობელი ბელარუსის მხრიდან განხორციელდეს - "კურიერი" კიევიდან

უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა თავდასხმა მეზობელი ბელარუსის მხრიდან განხორციელდეს, - ინფორმაცია დღის ბოლოს უკრაინულ მედია საშუალებებში გავრცელდა. სწორედ ამიტომ, უკრაინელმა სამხედროებმა და განსაკუთრებით უკრაინელმა მესაზღვრეებმა მთელი მონაკვეთის დანაღმვა დაიწყეს, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკას ესაზღვრება. საუბარია დაახლოებით 2 კმ მონაკვეთზე.

სოციალური ქსელით გავრცელდა კიდეც რამდენიმე ვიდეოკადრი, თუ როგორ ნაღმავენ უკრაინელი სამხედროები მონაკვეთს, მათ შორის ტყის ზოლს, საიდანაც რუსული დივერსიული ჯგუფების შემოსვლის ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს.

"კურიერი" ომის წლისთავისთვის უკრაინაში ჩავიდა -  აღმოსავლეთ უკრაინას, სადაც ფრონტის ხაზი თითქმის 1 500 კმ-ზე არის გადაჭიმული, ადგილზე ბრძოლები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ძირითადად კი ადგილი აქვს საარტილერიო ბრძოლას. უკრაინელები საუბრობენ იმაზე, რომ მათ უჭირთ, თუმცა ჯერ კიდევ მათ მიერ დაკავებულ პუნქტებს ამაგრებენ. განსაკუთრებით კი საუბარია ქალაქ ბახმუტზე, რომელსაც დონეცკის უკანასკნელ ციხესიმაგრესაც უწოდებენ, სადაც აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლებიც იბრძვიან.

ხარკოვის ოლქში კი, რომელიც რუსეთის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ბრძოლები საზღვართანვე მიმდინარეობს. საუბარია ქალაქ კუპიანსკზე, რომელიც 1 კვირის განმავლობაში შეუჩერებლად იბომბება. მიუხედავად ამისა უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას.

რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქს - კიევში საკმაოდ მშვიდი ვითარებაა, მოსახლეობა ჩვეულებრივ გადაადგილდება და ადგილობრივების მყუდროება საჰაერო განგაშის ხმამ მხოლოდ 2-ჯერ დაარღვია.

დღის ამბები