26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ბევრი ტერმინი გააუფასურა, სერიოზულად თვითონაც არ ეკიდებიან ბოიკოტს, პერმანენტულიც მუდმივობიდან რაღაც ერთწუთიერ აჟიოტაჟად გადაიქცა - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადებას.

მისი შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებს და ქმედებებს სერიოზულად არ ეკიდება. 

"ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა. ბოიკოტი - ვხედავთ, უკვე რომ თვითონაც სერიოზულად არ ეკიდებიან ამ ტერმინს. გააუფასურეს საერთოდ ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა. სიტყვა -  პერმანენტულმაც უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან გადაიქცა რაღაც ერთწუთიერ აჟიოტაჟად. ასე რომ ეს არის საერთო ჯამში ერთადერთი, რასაც ახერხებს რადიკალური ოპოზიცია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, აკია ბარბაქაძემ უკრაინისადმი სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკოლაბორაციონისტური საბჭო, ამ საბჭოში შევა ყველა და ორშაბათიდან ხელისუფლების დასასრულებლად აქციები დაიწყება.

დღის ამბები