26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
სიტყვა არ უნდა გაგექცეს და უფრო გააზრებული, პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები უნდა გააკეთო - გიორგი ვაშაძე აკია ბარბაქაძის განცხადებაზე

გაქცეული სიტყვა თუ რეალური სურვილი? - სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება.

ოპოზიციურ სპექტრში აზრები ორად იყოფა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის პროტესტს, რომელიც სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას შეეხება, მიესალმებიან.

"სტრატეგია აღმაშენებლისთვის" კი ეს განცხადება გაქცეული სიტყვა აღმოჩნდა, რომელიც უფრო გააზრებული უნდა ყოფილიყო.

"არაფერი საერთო აკია ბარბაქაძის განცხადებას არ აქვს საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან, და მეორე, ვწუხვარ, რომ ამხელა ადამიანს, ამხელა პასუხისმგებლობა როცა გაქვს და ამდენი ადამიანის წინაშე როცა გამოდიხარ, სიტყვა არ უნდა გაგექცეს და უფრო გააზრებული პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები უნდა გააკეთო. არაფერი საერთო საინიციატივო ჯგუფის ქმედებებთან არ აქვს. 

რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გუშინ იყო უკრაინის სოლიდარობის დღე, ჩვენ ვთქვით, რომ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ არ გამოიყენებდა. ჩვენს შემდგომ სამოქმედო გეგმას, აუცილებლად გაგაცნობთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, აკია ბარბაქაძემ უკრაინისადმი სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკოლაბორაციონისტური საბჭო, ამ საბჭოში შევა ყველა და ორშაბათიდან ხელისუფლების დასასრულებლად აქციები დაიწყება.

დღის ამბები