26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის "სამშვიდობო გეგმაში" არის პუნქტები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ იზიარებს 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის მიერ შეთავაზებულ "სამშვიდობო გეგმაში" არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც მუშაობა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ იზიარებს.

ამის შესახებ ზელენკისმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"მე მეჩვენება, რომ ეს იყო არა "სამშვიდობო გეგმა", არა რეზოლუცია, არა დეკლარაცია, არამედ მე ვფიქრობ, ჩინეთმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. მე ვფიქრობ, კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი. მთავარია, რა დგას ამ სიტყვებს მიღმა?" - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის შეფასებით, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ "გეგმაში" არის პუნქტები, რომლებიც ემთხვევა უკრაინის ინტერესებს.

"იქ ემთხვევა ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, იქ არის პატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისადმი. იქ არ არის მითითებული რომელი ქვეყნის მიმართ, არადა დარღვეულია ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. იქ საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ეს ემთხვევა მშვიდობისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც ჩემთვის გასაგებია," – აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ ჩინეთის წინადადებაში არის მოსაზრებები, რომლებსაც ის არ ეთანხმება და სავარაუდოდ, არც მსოფლიო დაეთანხმება.

"თუმცა ეს უკვე რაღაც არის. მიმაჩნია, რომ თუ იქ არის მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულწილად ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების საკითხების პატივისცემას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს და ამ პუნქტით ვიმუშაოთ ჩინეთთან, რატომაც არა? ჩვენი ამოცანაა, ყველას შეკრება ერთის იზოლირებისთვის," – განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები