26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში, ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე - სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში - სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კიევში დღეს მხოლოდ ქართული ოპოზიციაა წარმოდგენილი.

"საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ადგილსა და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში. ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს, თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები