ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვის მამა დაკავებულია, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
არასრულწლოვანი ამჟამად თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც მასზე ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება.
ძალადობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როცა ბებიამ 2 წლის გოგონას სხეულზე დამწვრობის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა.