26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დილიდან ეტაპობრივად აღდგა - ჩატარებული სამუშაოების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დილიდან ეტაპობრივად აღდგა.

ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.

შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი გაწმენდილია. რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვა," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები