26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ. 

დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგ კი პოზიცია დააფიქსირა რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 
დღის ამბები