26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ევროპული საბჭოს წევრების ერთობლივი განცხადება - ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, აღდგეს მშვიდობა, უზრუნველვყოფთ სამართლიანობის აღსრულებას, მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ," - ვკითხულობთ ევროპული საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არის "ევროპული ოჯახის ნაწილი".

"ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის ევროპული ინდუსტრიისგან სწრაფი, კოორდინირებული შესყიდვებით. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით კოლექტიურ ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ომის დასასრულებლად. ამ მიზნით, მივიღებთ სანქციების მეათე პაკეტს და გადავდგამთ ნაბიჯებს ევროკავშირის ზომებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები