ის ფერმერები, რომლებსაც თხილის ბაღები აქვთ და მითითებულ დროში აგრობარათების აღება ვერ მოასწრეს, დარეგისტრირების ვადები გაუხანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის განაცხადის მიღების ბოლო ვადა, 22 თებერვლის ნაცვლად 28 აპრილი იქნება.
ფერმერი სოფელ ორსანტიიდან, "კურიერთან" ჰყვება რომ წინა წელს, სტიქიამ ბევრს თხილის მოსავალი დაუზიანა, შესაბამისად შემცირდა მათი შემოსავალიც. თხილის ბაღების მოვლა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება კი მათი თქმით მოსავლის რაოდენობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება.
თხილის წარმოების სახელმწიფო პროგრამა, მთავრობამ გასულ წელს, შემოდგომაზე დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, რეგისტრაციის მსურველ ფერმერთა რიცხვი მაღალია.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება . დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.