26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო, ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისაა-"მამუკა მდინარაძე 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, პიარული სვლაა, რაც გამოიწვევს რადიკალიზმის ყველა ფორმით წახალისებას - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.  

"ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო, ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის

გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.

სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა "რადიკალური ისლამიზმის" ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!,"-წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები