ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ახალ პროეტის დაწყება მთავრობამ უკვე დააანონსა და დადგენილებაც გამოსცა. პროექტი პრემიერის გადაწყვეტილებით ხორციელდება. კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სახელმწიფოსგან 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ . ბიუჯეტში 10 მლნ ლარი უკვე გათვალისწინებულია. პროგრამით 100-ზე მეტი ფერმერი თუ აგრობიზნესით დაინტერესებული პირი ისარგებლებს.
თანადაფინანსების პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კრიტერიუმები უკვე გაწერილია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე 50%-იან თანადაფინანსებას მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ის კოოპერატივებიც მიიღებენ, რომლებიც 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ბარში კი არანაკლებ 10 წევრისგან . დაფინანსების გაცემა სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასშტაბებზეც არის დამოკიდებული.
ფერმერები და აგრობიზნესით დაინტერესებული პირები თანადაფინანსებით მარტიდან უკვე ისარგებლებენ. პროგრამა, ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. გასულ წლებში 4,800-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფოს მხრიდან 66 მლნ ლარის თანადაფინანსება გაიცა.