26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი. პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. ასეთი დასკვნა როდესაც არსებობს, პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა," - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღის ამბები