26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ერდოღანი პირობას დებს, რომ დაზიანებულ დასახლებებში 270 000 სახლი 1 წელიწადში აღდგება და შენობები, მაქსიმუმ, 3-4 სართულიანი იქნება

48 ათასს გადააჭარბა თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ.

დამანგრეველი სტიქიიდან ზუსტად ორი კვირის თავზე, ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს თურქეთში 6 ადამიანი შეეწირა, დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი. თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში 7200-ზე მეტი ე.წ-ი აფთერშოკი დაფიქსირდა.

მიწისძვრით დაზიანებული ქალაქებისა და სოფლების - სულ 270 ათასი სახლის ერთ წელიწადში აღდგენის პირობას დებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შენობები, მაქსიმუმ, 3-4 სართულიანი იქნება.

დღის ამბები