26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა "მინისტრის საათის" ფორმატი, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებით - თალაკვაძე

"პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა "მინისტრის საათი". ეს არის ფორმატი, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ და სხვა ფორმატებში, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, - პრემიერ მინისტრის და მინისტრების ვიზიტები, მათი მოსმენები და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში აღემატება ჯამურად, წინა თუნდაც 20 წლის მაჩვენებლებს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია, როცა ის ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ცდილობდა სპეკულირებას, რომ მინისტრები არ მოდიან და პრემიერ-მინისტრი არ მოდიან, - "მაგრამ მივედით იქ, რომ მთავრობის წარმომადგენლები მოდიან პარლამენტში, მაგრამ არ მოდის ოპოზიცია და ხედავთ, ძალიან ცოტა წარმომადგენელია დღეს აქ ოპოზიციიდან და ვინც აქ არის, მათ უბრალოდ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
მისივე განცხადებით, სწორედ ეს იყო დესტრუქციული ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი, რომ მათზეც მოეხდინათ ზეწოლა, რომ ისინიც არ ყოფილიყვნენ დღეს ამ დარბაზში. თუმცა რადიკალურ ოპოზიციასაც ბევრჯერ მოუწია ამ დარბაზში დაბრუნება და რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ბოიკოტის შემდეგ, უკვე დაანონსეს, რომ დაბრუნდებიან.

დღის ამბები