26 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის გამოცდა, მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, შემიძლია გითხრათ, რომ კიევი ძლიერია, ამაყად დგას - ბაიდენი

სტოლტენბერგის და ბაიდენის მესიჯი ცალსახაა - NATO და ამერიკა უკრაინაშია. ამ გაფრთხილების მიუხედავად პუტინი კიდევ უფრო დიდ გამწვავებაზე მიდის. დღეს რუსეთმა შეაჩერა თავისი ხელმოწერა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე, რაც მეტად რეალურს ხდის ბირთვულ საფრთხეს.

მსოფლიო ვერ ხედვას ვერანაირ ნიშანს, რომ რეგიონში მშვიდობა იქნება. ამის დასტურია ვლადიმერ პუტინის დღევანდელი სიტყვა, სადაც მან რეალობა თავდაყირა დააყენა და ყველაფერი უკუღმა თქვა: "დასავლეთის მიზანი რუსი ხალხის ტანჯვაა, უკრაინელი ხალხი კიევის რეჟიმის მძევალია, რაც უფრო მეტი იარაღის მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით მეტად გავხდებით იძულებული
შორს გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. ომი დასავლეთმა დაიწყო, მოსკოვი მის შეჩერებას ცდილობს, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია" - ეს არის პუტინის ორსაათიანი გამოსვლის მთავარი არსი.

პუტინი მოსკოვში, ბაიდენი ვარშავაში - ორი ბირთვული სახელმწიფოს ორივე პრეზიდენტი ჯერ სიტყვიერ ომშია ჩართული. მთელი დღის განმავლობაში ყველა ელოდება, რა პასუხს გასცემს კრემლის საომარ რიტორიკას თეთრი სახლი. კიევში ჩასვლით ბაიდენმა პირველი ჟესტი უკვე გააკეთა. შარშან ამ დროს კი ვარშავაში თქვა, რომ ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ პოლონეთის სამეფო ციხეშია და ახალ განცხადებებს აკეთებს.

"თითქმის ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა უკრაინაზე სასტიკი თავდასხმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომი დაიწყო. მე ახლახან დავბრუნდი კიევიდან და შემიძლია გითხრათ, რომ კიევი ძლიერია. ამაყად დგას. და რაც მთავარია, ის თავისუფალია. როდესაც რუსეთი შეიჭრა, ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის გამოცდა. მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. ამერიკა, ნატო, ყველა დემოკრატია გამოცდის წინაშეა. და კითხვები, რომელთა წინაშეც ვიყავით მარტივი და ღრმა იყო. ვიქნებოდით ძლიერები? ყველა ჩვენი მოკავშირე იქნებოდა ერთიანი თუ დაყოფილი? ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით პასუხი. ჩვენ ვართ ერთიანები. დიახ, ჩვენ დავდგებით სუვერენიტეტის გვერდით. პუტინი ფიქრობდა, რომ ნატოს დაასრულებდა, ამის ნაცვლად, მან მიიღო ფინეთისა და შვედეთის ნატოიზაცია. სამაგიეროდ, ნატო უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. მას ეგონა, რომ შეეძლო ენერგეტიკული იარაღი გამოეყენებინა ევროპის გადაწყვეტილების გასატეხად. ამის ნაცვლად, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა შევაჩეროთ ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე," - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები