26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
რა შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები და ვალდებულია თუ არა ონლაინ მოვაჭრე, გასაყიდი პროდუქტის ფასი დაწეროს საჯაროდ

21-ე საუკუნეში ელექტრონულმა ვაჭრობამ ტექნოლოგიების დახმარებით სავაჭრო ბაზარზე სრული რევოლუცია მოახდინა. ხშირია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ონლაინ ვაჭრობა არის მომხმარებლისთვის დროის დაზოგვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მომხმარებელმა შესაძლოა იგრძნოს გარკვეული დისკომფორტის ფასის გაგების მიმართულებით. 

ამასთან, შესაძლებელია გახდეს წარუმატებელი შესყიდვების მსხვერპლი. მაგალითად შესაძლოა შეკვეთილმა ნივთმა დააგვიანოს, ან ისეთი არ იყოს, როგორიც სურათზე იყო ნაჩვენები.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების შესახებ კომუნიკაციების კომისიამ უკვე შეიმუშავა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი. კერძოდ: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;

საქონელი იყიდება აუქციონზე;

გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.


იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.

რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას - რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების, მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შესულია- 125 განაცხადი. საქმის შესწავლა 75 ქეისზეა დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 3 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

 

დღის ამბები