დასაველეთს სურს უკრაინის კონფლიქტს გლობალური სახე მისცეს - ამის შესახებ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი დისტანციური დასავლური სისტემა შევა უკრაინაში, მოსკოვი მით უფრო მეტად გახდება იძულებული საფრთხე რუსეთის საზღვრებიდან გადაიტანოს.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას ახორციელებს.
სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ომისა და სანქციების შედეგები შეაფასა. პუტინის განცხადებით, სანქციებით რუსეთის ეკონომიკის დაშლის გეგმა დასავლეთს ჩაუვარდა.
"ჩვენ ღია და გულწრფელად მზად ვიყავით დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. მაგრამ საპასუხოდ მათ გამოხატეს გაურკვეველი ან თვალთმაქცური რეაქცია. ეს არის NATO-ს გაფართოება ჩვენს საზღვრებამდე, ახალი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციების შექმნა ევროპასა და აზიაში.
ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტი დისტანციური დასავლური სისტემა შევა უკრაინაში, მით უფრო მეტად იძულებულნი ვიქნებით საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან გადავიტანოთ.
დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია.
რუსეთში ბირთვული გამანადგურებელი ძალების აღჭურვილობის დონე არის 91.3%, ამ დონის მიღწევა აუცილებელია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ყველა მიმართულებით. დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან, თავიანთ ქვეყნებში ფასების ზრდის პროვოცირებას ახდენენ. რუსეთის ეკონომიკა ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე დასავლეთი ვარაუდობდა," - განაცხადა პუტინმა.