26 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"რატომ არის, რომ ქართველები და საქართველოს ხელმძღვანელობა მძაფრად რეაგირებენ ჩვენს შეხვედრებზე?" - ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში "ოფიციალური ვიზიტით"  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიღო.

ლუკაშენკომ ბჟანიასთან საუბარისას საქართველოსთან ურთიერთობები განიხილა და დაინტერესდა, "რატომ რეაგირებს მძაფრად საქართველოს ხელმძღვანელობა და ქართველები" ლუკაშენკოს შეხვედრებზე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებთან.

"რატომ არის, რომ ქართველები და საქართველოს ხელმძღვანელობა მძაფრად რეაგირებენ ჩვენს შეხვედრებზე? ნუთუ ერებსა და ადამიანებს შორის შეუძლებელია ჩამოყალიბდეს ნორმალური, თბილი ურთიერთობები? შესაძლოა ამ ურთიერთობებმა გამოიწვიოს სწორედ აფხაზ და ქართველ ერებს შორის მეგობრობის ჩამოყალიბება? ჩვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე აქცია თბილისის წინააღმდეგ, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა.

თვალს ვადევნებ ვითარებას, რომელიც საქართველოშია. მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი, არ არის კარგი, ვინაიდან ის ხომ ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი იყო, ამ დონემდე მისვლა, მგონია, რომ არ არის სწორი. რატომ ვამბობ ამას, ჩვენ ხომ არანაირი შეფასება არ გაგვიკეთებია, არ ჩავრეულვართ ამ ვითარებაში. ჩვენ ძალიან კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია თბილისთან. რატომ რეაგირებენ მძაფრად ამ ყველაფერზე? ვფიქრობ, კითხვაზე პასუხის პოვნაში თქვენც დამეხმარებით," - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

დღის ამბები