26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ჯანმო: საქართველოში მარილს იმაზე ორჯერ მეტ დოზას მოიხმარენ, ვიდრე ეს რეკომენდაციით არის გათვალისწინებული
საქართველოში მარილს იმაზე ორჯერ მეტ დოზას მოიხმარენ, ვიდრე ეს ჯანმოს რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. ბევრი მარილის მოხმარება კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. დასკვნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო. 
 
ექსპერტებმა, მედიკოსებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
 
კონფერენციაზე, სპეციალისტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.
დღის ამბები