26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
უკრაინის ხალხის სახელით მადლობელი ვარ ამ ისტორიული შეხვედრისთვის, ეს ურთიერთობის ახალი ეტაპია - ზელენსკი ბაიდენის ვიზიტზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობა ისტორიულად უფრო მაღალ დონეზე ავიდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ახლა წყდება უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი.

"მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ ამ ომში. დავინახე პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის და მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის ხალხის სახელით მადლობელი ვარ ამ ისტორიული შეხვედრისთვის, ეს ურთიერთობის ახალი ეტაპია. ჩვენ შეგვიძლია გვეწოდოს ნამდვილი მოკავშირეები და ჩვენი ალიანსი ამერიკასთან ნამდვილად აძლიერებს მსოფლიოს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

 

 

 

 

 

 

დღის ამბები