26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები დაითვალა. კონკრეტულად კი, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არსებული პოზიტიური მონაცემების ფონზე უმუშევრობის შემცირება მოსალოდნელი იყო. მოსახლეობაში სიღარიბის დონის კლება, ანალიტიკოსების განმარტებით, გაზრდილი ეკონომიკური შემოსავლების შედეგია.

სამუშაო ძალის ზრდა, განსაზღვრავს შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებს. სამკერვალო ფაბრიკა "ანაბეჭდის" გენერალური მენეჯერი "კურიერს" უყვება, რომ წარმოების ზრდა, დამატებით მუშახელს ითხოვს. საწარმო თბილისის გარდა გაფართოებას რეგიონშიც გეგმავს და შესაბამისად ადგილობრივ ბაზრის ათვისებასთან ერთად, ექსპორტზეც ფიქრობს.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ უმუშევრობის დონის შემცირება, 2023 წლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არსებული მოლოდინები ეკონომიკის მინისტრს, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას, საქსტატი, შემდეგ კვარტალშიც გამოაქვეყნებს.

დღის ამბები