26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში, თუმცა ბოლო პერიოდში იწყება მისი შემცირება - "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატი") აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულ მიგრაციის სალდოზე კომენტარს აკეთებს.
 
თოდრაძის თქმით, 2004-12 წლებში მიგრაციის უარყოფითი სალდო შედარებით მაღალი იყო და ბოლო პერიოდში მისი შემცირება იწყება.
 
"მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში, დაახლოებით 30 ათასსაც აღწევდა აღნიშნული მაჩვენებელი, თუმცა ბოლო პერიოდში იწყება მისი შემცირება, პირიქით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო, ანუ 15-16 ათასის ფარგლებში იყო, უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა ამ დროს ცნობილი მიზეზების გამო, ვიდრე ემიგრაციაში გავიდა," - განაცხადა თოდრაძე.
დღის ამბები