26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას - ვერნერ ჰოიერი

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

ჰელგა მარია შმიდი მზაობას გამოთქვამს, რომ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

"სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნახვა. ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა," - აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტიც.

ვერნერ ჰოიერის განმარტავს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას.

"ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით,"- აღნიშნულია ვერნერ ჰოიერის "ტვიტში".

დღის ამბები