ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.
სავარაუდოდ, სან-პაულუს შტატში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. დანგრეულია 50 საცხოვრებელი სახლი.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადადებულია გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები.