26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"ვოლტის" კურიერების პროტესტი გრძელდება - დღეს, პირველად განცხადება გაკეთდა კომპანიაშიც

"ვოლტისკურიერების პროტესტი გრძელდება - ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, იქამდე კი აბაშიძის ქუჩაზე სიგნალებით გადაადგილდებოდნენ.

"ვოლტის" კურიერებს სულ ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობებია.

დღეს, პირველად გააკეთდა განცხადება კომპანიაში. "ვოლტი" მზად არის კურიერებთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა საკუთარი პირობებით.

"მზად ვართ, პარტნიორ კურიერებთან შეხვედრებისთვის, უბრალოდ ეს ვერ მოხდება იმ ფორმატში, როგორც თვითონ პროტესტის მონაწილეები ითხოვენ. ამის მარტივი მიზეზი არის ის, რომ პირველი - ვერ შედგება კონსტრუქციული დიალოგი 200 ადამიანთან საუბრისას და მეორე - ჩვენ არ გვაქვს პარტნიორ კურიერებთან ხელშეკრულების დეტალებზე საუბრის უფლება გარე პირებთან ერთად. ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტულ დროსა და დღეებში შეხვედრები, ამ შეხვედრებზე დარეგისტრირდა დაახლოებით 100 კურიერი და მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ ამ შეხვედრებს ჩავატარებთ," - განაცხადა "ვოლტის" გენერალური მენეჯერმა სერგი მარღანიამ.

დღის ამბები