26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ზამთრის სეზონის მთავარი მოვლენა და საქართველო მსოფლიო სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა ფრისტაილში, სნოუბორდისა და ფრისკში სტრატი ბაკურიანში აიღეს. ოფიციალური საერთაშორისო საზეიმო ცერემონია ბაკურიანში, 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა.

მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს, სპეციალურად შექმნილ სივრცეში, შეჯიბრებისთვის თვალის მიდევნებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სპეციალურად ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.

ტურნირისთვის ბაკურიანში უმოკლეს დროში აშენდა 6 ახალი სათხილამურო ტრასა, 3 ახალი საბაგირო, სპორტსმენთა სოფელი, 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი. საერთო ჯამში, მსოფლიოს პირველობის ჩასატარებლად დაახლოებით 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მზადება სათხილამურო ფედერაციამ და სილქნეტმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 19 თებერვალს პირველი ფინალური ეტაპი გაიმართება, გამარჯვებულები ორ დისციპლინაში გამოვლინდებიან. მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება.

დღის ამბები