26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
საქართველო და უკრაინა არის მოწყვლადი ქვეყნები რუსეთის აგრესიის მიმართ, მათ რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო-უკრაინა რუსეთის აგრესიისთვის მოწყვლადი ქვეყნები არიან. 

"ვიმსჯელეთ სამომავლო მშვიდობისთვის საჭირო ჩარჩოს შექმნაზე. ომი დასრულების შემდეგ უნდა იყოს გარანტია, რომ ისტორია არ განმეორდება. რუსეთი აღარ შეიჭრება უკრაინაში. ეს დაიწყო 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ 2014 წელს ყირიმსა და დონბასში, გასულ წელს კი ისევ უკრაინაში. არ უნდა დავუშვათ, რომ ეჭვქვეშ დადგეს ევროპის უსაფრთხოება და უნდა გავარღვიოთ რუსეთის აგრესიის წრე ევროპის ქვეყნების მიმართ. დაუყონებლივ უნდა უზრუნველვყოთ სხვადასხვა სახის დახმარება მოლდოვასთვის. საქართველო და უკრაინა არის მოწყვლადი ქვეყნები რუსეთის აგრესიის მიმართ, მათ რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს და ისწრაფვიან ნატოს წევრობისკენ.

ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ ახლავე. მამაცი უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს ჯარებს. პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, მნიშვნელოვანი ელემენტი ამაში არის ის, რომ ნატო წვრთნის უკრაინელებს 2014 წლიდან," - აცხადებს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები