26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. მონაწილეებს, გასულ წელს შესრულებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

მისი თქმით, გასული წლის მიღწევებს შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის დონაციის კანონში შეტანილი ცვლილებები. ასევე, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის გახსნა.

"ვიმსჯელეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც 2023 წელს იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში, დაიგეგმა ერთობლივი გადაჭრის გზები და ასევე საერთაშორისო პროექტის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ცენტრი იმუშავებს. ეს შეეხება ეპიდ ზედამხედველობის გაძლიერებას, როგორც გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების, ასევე სხვა ინფექციების კუთხით, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძალიან გამართული სისტემით ახორციელებს," - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

დღის ამბები