უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულომს არ შეუერთდება.
"იმედი მაქვს, ბელარუსი არ შეუერთდება ომს. თუ ასე იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენოს, უზარმაზარი შეცდომა იქნება.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსს ომი არ სურს, მაგრამ თუკი თუნდ ერთი უკრაინელის ჯარისკაცი საზღვარს გადაკვეთს, რუსულ ჯარებთან ერთად საკუთარი ტერიტორიიდან იბრძოლებენ.