26 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ბახმუტში, ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი ზონის დაბომბვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 9 ადამიანი 

უკრაინაში ომის 359 დღეა. ღამით რუსების მიერ ბახმუტის საცხოვრებელი ზონა დაიბომბა - დაიღუპა 5 და დაშავდა 9 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ბახმუტის ფრონტის ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს შედარებით უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ოკუპანტებმა ღამით სუმის 7 დასახლებაც დაბომბეს, დაიბომბა ხარკოვიც. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

ოფიციალური რუსეთის ინფორმაციით, უკრაინამ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოლაპარაკებების შემდეგ 101 სამხედრო ტყვე დააბრუნა . ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთიდან უკან100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.

დღის ამბები