26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
42 ქვეყანა და 700-ზე მეტი სპორტსმენი - დაბა ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

დღეიდან 5 მარტის ჩათვლით, ისტორიაში პირველად, საქართველო, კონკრეტულად კი, ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ბაკურიანი 2023 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება და მასში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი მოთხილამურეები. სამთო სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 სახეობაში 30 შეჯიბრს იხილავენ.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ რანგით მეორე სათხილამურო ტურნირს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, საქართველო პირველად მასპინძლობს. ადგილობრივ და უცხოელ სპორტსმენებს ქვეყანამ დაბა ბაკურიანში ახალი სათხილამურო ტრასები საბაგიროები და 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დაახვედრა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა დიდი ნაწილი ბაკურიანში უკვე ჩამოსულია და პირველი ვარჯიშებიც ჩაატარეს.

ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 19 თებერვალს გაიმართება. ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატს სამი კვირის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემს ევროსპორტიც რომელსაც თითქმის 160 მილიონიანი აუდიტორია ყავს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები