26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
კლასიკური მუსიკის საღამო - ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი კონსერვატორიის სტუდენტებს დაეთმო

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი კონსერვატორიის სტუდენტებს დაეთმო, რომლებიც დიდი კომპოზიტორის სახლის კედლებში ახლა მისი შემოქმედებიდან სხვადასხვა ნაწყვეტს ასრულებენ. კონცერტზე მისულ მსმენელს კი მისი შემოქმედების გარდა სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების მოსმენაც შეეძლება. 

ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად საღამოზე სხვა კომპოზიტორების ნამუშევრებიც გაჟღერდება. საფორტეპიანო, ვოკალური და ინსტრუმენტალური შესრულებისთვის, 14 ახალგაზრდა რეპეტიციას გადის. 

მოცარტი, ბელინი, შტრაუსი, ვაგნერი, - კლასიკური მუსიკის საღამო მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება.

კლასიკური მუსიკის საღამოების იდეა - თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ეკუთვნის. მსმენელს ეს სივრცე 17 თებერვალს ელოდება.

დღის ამბები