ციკლონმა "გაბრიელმა" ახალ ზელანდიაში 5 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიამ ქვეყნის მასშტაბით, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით ათასობით მოქალაქე დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. 20-ზე მეტი განსახლების ცენტრი შეიქმნა ოკლენდში. ცენტრის თანამშრომლები საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან დევნილი მაცხოვრებლებს საკვებით და სასმელი წყლით ამარაგებენ.