თბილისში, წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.