26 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება და აბსურდულს უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა.

"ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია, უბრალოდ, რამდენად აბსურდულია ეს რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი. უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი. აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერ ექნება ვერანაირი ფასი.

როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა, მითუმეტეს, როცა სიცრუეზეა აგებული ასეთი ჩანაწერები, ეს არის ცალსახად თავდასხმა ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და როდესაც ვიღაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ესხმის თავს, ამას სჭირდება სათანადო პასუხი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები