ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება ალიანსის ტერიტორიაზე ნატოს დაარსების შემდეგ - ასე უწოდა იენს სტოლტენბერგმა თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა სოლიდარობა გამოხატა თურქი და სირიელი ხალხის მიმართ და განაცხადა, რომ ალიანსი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას.