რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება. ქალაქის განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც ნინო ლაცაბიძემ ცოტა ხნის წინ წარადგინა, არაფორმალური განათლების ხელშწყობასაც ითვალისწინებს.
მედიათეკის შენობა, კლდიაშვილის სახელობის სკვერშია განთავსებული. სკვერის რეაბილიტაციაც უკვე აქტიურ ფაზაშია. 12 ჰექტარ მიწის ფართობზე, საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო და ველობილიკები, დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სარწყავი სისტემა და გარე განათება ეწყობა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფანინსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 256 559.18 ლარს შეადგენს.
ახალი სკვერით და მედიათეკით რუსთაველები მიმდინარე წლის მაისიდან ისარგებლებენ.