ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, 1 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და მეორე შესაძლო დამნაშავეს ეძებენ. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიცია მოსახლეობას თხოვს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე სავაჭრო ცენტრის მახლობლად, სამი წლის წინ მასობრივი სროლის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მომხდარს მაშინ სამართალდამცველებმა შიდა ტერორიზმისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მისცეს.