26 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ახალ პაკეტში შეზღუდვების სამი ტიპია გათვალისწინებული.

კერძოდ, ფართოვდება იმ პროდუქტების სია, რომელთა მიყიდვაც რუსეთისთვის იკრძალება. საუბარია ელექტროტექნიკასა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მანქანისა და სატვირთოების სათადარიგო ნაწილებზე, სამშენებლო მასალებზე, რომელიც შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა გამოიყენონ. ასევე ფართოვდება ფიზიკური პირების სია პერსონალური სანქციებისთვის, რომელიც ამჯერად სამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის წევრებს მოიცავს. სიაში შესაძლოა, მოხვდეს კიდევ სამი რუსული ბანკი – "ალფა", "ტინკოფი" და "როსბანკი".

სანქციების მეათე პაკეტის მიღება უკრაინაში შეჭრის წლისთავისთვის არის მოსალოდნელი.

დღის ამბები