26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილდება არ შეუძლია, სინამდვილეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, სიცრუეა.

უწყება ვიდეომასალასაც ავრცელებს.

"გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.

 

დღის ამბები