26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
49 წლის ხათუნა ლაზარია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს - რას ამბობენ "კურიერთან" მოკლულის ახლობლები

ხობის მუნიციპალიტეტში, გუშინ 45 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით, საქმის გარჩევა" ვალის გამო დაიწყო. ირკვევა, რომ ხათუნა ლაზარია მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე, ის ავტომობილით სავარაუდო, მკვლელთან ერთად გადაადგილდებოდა. ქალებს შორის მანქანაში დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლაზარიამ ავტომობილი გააჩერა და სწორედ ამ დროს მიაყენა მას 30 წლის ქალმა ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო დამნაშავემ დანაშაულის ადგილიდან მოკლულის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა წაიღო და მიიმალა.

ხათუნა ლაზარიას ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა სწორედ იმ თანხას უკავშირდება, რომელიც ზანდა უბილავამ შემთხვევის ადგილიდან წაიღო. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ცხედარი გამვლელმა შენიშნა და პოლიციას აცნობა. შემთხვევის ადგილზე ხამისკურში მცხოვრები ექიმიც მივიდა, რომელიც "კურიერს" უყვება, რომ ქალს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მოწმეები საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოკითხეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. 

პოლიციამ 30 წლის ქალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავა. ზანდა უბილავაც ზუგდიდში ცხოვრობს. 

ხათუნა ლაზარიას ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ ზუგდიდში გადაასვენეს. სავარაუდო მკვლელი კი, ზუგდიდის იზოლატორშია მოთავსებული. ზანდა უბილავას განზრახ მკვლელობის ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიებით დადასტურდა, რომ 49 წლის ქალი ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 30 წლის ქალს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

დღის ამბები