26 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი : მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო

მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, - განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი აკეთებს. ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი ეგრეთწოდებული რამშტაინის ფორმატის მეცხრე შეხვედრით დაიწყო.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ პარტნიორებისთვის მხარდაჭერა უნდა შეეხებოდეს კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტის და უსაფრთხოების კომუნიკაციის მიმართულებებს.

"ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს კრიტიკულ დროს ხვდებიან. შემდეგ კვირას უკრაინაში საშინელი ომის დაწყების წლისთავია. ამ დროის მოუხედავად ჩვენ ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავთ რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადებოდეს. პირიქით ის ემზადება მეტი საბრძოლო მოქმედებისა და თავდასხმებისთვის. სწორედ ამიტომ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუწიონ. ვისაუბრებთ არამხოლოდ ტყვია-წამლის მიწოდების საკითხზე არამედ, მისი წარმოების სიჩქარეზეც, იმისთვის რომ დროულად მოხდეს უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება. საუბარია იმაზეც, თუ როგორ დავხარჯოთ მეტი ფული თავდაცვის კუთხით ინვესტირებაში, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში. უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს თავის ტერიტორიები. ეს ომი გასულ წელს კი არა არამედ 2014 წელს დაიწყო.

ვფიქრობ, გაკვეთილები რაც ვისწავლეთ უკრაინაში ომის შედეგად არის პარტნიორების მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია რუსეთის თავდასხმებისგან მოწყვლადი პარტნიორების დახმარება. მოკავშირეები შეთანხმდნენ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისეთ ქვეყნებთან როგორცაა მაგალითად საქართველო. ეს მხარდაჭერა ეხება კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტის და უსაფრთხოების კომუნიკაციის მიმართულებებს. საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ასეთი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები