3 ადამიანი დაიღუპა უნივერსიტეტში სროლის შედეგად მიჩიგანის შტატში. არიან დაშავებულებიც. პოლიცია კამპუსში ეჭვმიტანილს ეძებდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და კამპუსის მიმდებარე უბნებში მცხოვრებლებს ეჭვმიტანილის დაკავებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდა. ადმინისტრაციამ კი სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეაჩერა.