26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე ნინო ლომჯარიაზე: ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის

აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოებას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ადრე სახ.დეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ის ელჩმა ქართველი ერის "ჩემპიონად" მონათლა.

"აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული. ადრე სახ.დეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის "ჩემპიონად" მონათლა. ეს ხრიკი მეტნაკლებად მუშაობდა 10-15 წლის წინათ. ეხლა კი მგონია რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც რაღაცეები ისწავლა, გაიაზრა და მსგავს ბრჭყვიალა სატყუარებს აღარ გადაყლაპავს," - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

დღის ამბები