26 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
გორში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

გორში ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

ის ქალაქის ცენტრში არსებული მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სავარაუდოდ, გარდაცვლილი ლიფტის შახტაში ჩავარდა და თავის ტრავმა მიიღო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები

დღის ამბები