26 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს - ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილის პირველი ინტერვიუ "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ხელმძღვანელობას პასიურობასა და სააკაშვილის დასაცავად არასაკმარის აქტივობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად. მერაბიშვილმა გადაცემაში ჩართვისას მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

"მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს პროტესტების ორგანიზება. მთავარი პრეტენზია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინა ხელმძღვანელობის მიმართ იყო პასიურობა, არასაკმარისი აქტივობა სააკაშვილის დასაცავად და პასიური დამოკიდებულება აქციებისა და პრესინგის მიმართ.

ერთი კვირის წინ შედგა არჩევნები და მოხდა პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში," - აცხადებს მერაბიშვილი.

დღის ამბები